ადამიანის უფლებათა არაბული ქარტია

ადამიანის უფლებათა არაბული ქარტია
1944 წელს არაბეთის სახელმწიფოთა ლიგის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს. თუმცა ამას არ მოჰყოლია რატიფიცირება. ქარტიაში იყო ადამიანის უფლებათა მიწოდების მცდელობა ისტორიული ისლამური შარიათისა და სხვა რელიგიური კანონების გათვალისწინებით, რასაც უფრო ბუნებრივად აღიქვამდნენ წევრ სახელმწიფოთა უმეტესობა. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა ისლამში ადამიანის უფლებათა შესახებ ქაიროს დეკლარაციის პრინციპები. აფრიკული ქარტიის მსგავსად, მასში ხაზგასმით იგრძნობოდა მოწოდება უცხოელთა მხრიდან დაპყრობისა და კოლონიზების დაგმობისაკენ – საკითხები, რომლებიც პრობლემური იყო ბევრი არაბული სახელმწიფოსათვის. ქარტიაში ჩამოთვლილია მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებებისა, რომლებიც ასახავენ გაერო-ს დოკუმენტებს – სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური – და რომლებიც მხარს უჭერენ უფლებათა საყოველთაობას. ახალგაზრდებს აქვთ ფიზიკური და გონებრივი განვითარების უდიდესი შესაძლებლობები (მუხლი 39). წერა-კითხვის უცოდინრობის აღმოფხვრის საკითხი გამოყოფილია როგორც აუცილებელი ვალდებულება, დაკავშირებული თითოეული მოქალაქის განათლების უფლებასთან (მუხლი 34). ადამიანის უფლებები განიხილება „იმ ინტელექტუალურ და კულტურულ გარემოში, რომელშიც არაბული წარმოშობა სიამაყის წყაროს წარმოადგენს“ (მუხლი 35). აგრეთვე დაცულია არა-არაბი და არა-ისლამური წარმოშობის ხალხთა უფლებები დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიძღვნილ მუხლებში, რომელშიც აღიარებულია მათი, როგორც კულტურულ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებები. ქარტიის მე-40 მუხლის თანახმად დაშვებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტთა კომიტეტის ჩამოყალიებება. ამ კომიტეტში შევა შვიდი წევრი, რომლებსაც „ექნებათ კომიტეტის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება და კომპეტენცია“. კომიტეტი მიიღებს საწყის და შემდეგ პერიოდულ ანგარიშებს წევრი სახელმწიფოებისგან ყოველ სამ წელიწადში. მას ასევე შეუძლია კითხვებით მიმართოს სახელმწიფოებს და მოითხოვოს პასუხები ამ კითხვებზე. ქარტიის თანახმად, კომიტეტი, შესაბამისი სახელმწიფოს შეხედულებებსა და კომენტარებთან ერთად, ანგარიშს წარუდგენს არაბული ლიგის ადამიანის უფლებათა მუდმივმოქმედ კომიტეტს. ამჟამად ლიგა და ადამიანის უფლებათა არაბული კომიტეტი განიხილავს ქარტიის ახალ პროექტს. თავდაპირველ ქარტიასთან შედარებით იგი მნიშვნელოვნად პროგრესულია და მოიცავს გარემოს დაცვასა და განვითარებასთან დაკავშირებულ უფლებებს. გაერო და იურისტთა საერთაშორისო კომისია იძლევიან აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბების რჩევას. შედეგებს მომავალი გვიჩვენებს.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Полезное



Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»